Thumbnail

პარი სენ-ჟერმენს მესი გამოაკლდა - არგენტინელს დაზიანება აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიონელ მესის ტრავმა აქვს და უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს
  • მას სამედიცინო შემოწმება ორი დღის შემდეგ კიდევ ჩაუტარდება

პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში მეცთან ვერ ითამაშებს. ინფორმაცია პარიზული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონთან ბოლო შეხვედრაში დაზიანება მიიღო და მას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ლეოს სისხლჩაქცევების ნიშნები აქვს. სამხრეთამერიკელ შემტევს მომდევნო სამედიცინო შემოწმება 48 საატში ჩაუტარდება.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ლიონთან შეხვედრაში, მაურისიო პოჩეტინომ მესი მე-2 ტაიმში შეცვალა, რამაც ფეხბურთელის გაკვირვება გამოიწვია და შეცვლით გამოწვეული უკმაყოფილება არც დაუმალავს. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა თქვა, რომ მესის შეცვლის მიზეზი ტრავმებისგან მისი დაცვა იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ პარი სენ-ჟერმენში 3 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა - ჯერჯერობით ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა. მეცისა და პსჟ-ის შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები