Thumbnail
  • ქართველმა ფეხბურთელმა 51-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა
  • ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეის მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი მოუგროვდა

საქართველოს ნაკრებისა და ულსან ჰიუნდაის ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ტურში (წინა კვირას დაეგუს კარი აიღო) გაიტანა.

ულსანელებმა სტუმრად პოჰანგს 2:1 სძლიეს, ყაზაიშვილმა კი თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც პენალტი შეაგდო. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. პოჰანგმა ერთი საპასუხო გოლი სწორედ ამის მერე გაიტანა.

ვაკომ სამხრეთ კორეის მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი მოუგროვდა, მისმა გუნდმა კი 58 ქულით პირველობა დაიბრუნა და ოქროს მედლების მოპოვების უმთავრესი კანდიდატია. ულსან ჰიუნდაი მომდევნო მატჩს 25 სექტემბერს შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ გვანგჯუსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები