Thumbnail

ხამეს როდრიგესი ევროპიდან მიდის - ევერტონს კოლუმბიელი არ სჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაფაელ ბენიტესი ევერტონში ხამეს როდრიგესის ადგილს ვერ ხედავს  
  • 30 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველით ყატარული კლუბი ინტერესდება

ევერტონის ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ცნობილი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ რაიანმა 30 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ინგლისურ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე. 

როგორც ირკვევა, ხამესმა ახალი კლუბისთვის სამედიცინო შემოწმების გავლაც მოასწრო და უახლოეს მომავალში გარიგების შესახებ ოფიციალურადაც გამოცხადდება. 

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომლის ევროპული კარიერა 2010 წლიდან იწყება, ევერტონში გასული წლის სექტემბერში გადაბარგდა, იქამდე კი მადრიდის რეალის, მიუნხენის ბაიერნის, მონაკოს, პორტუს, არგენტინული ბანფილდისა და კოლუმბიურ ენვიგადოს ღირსებას იცავდა.

ხამეს როდრიგესი ევერტონს ახლახან, ინსტანბულ ბაშაკშეჰირში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით პრემიერლიგაში წუთიც არ უთამაშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კოლუმბიელსა და გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს შორის არცთუ კარგი ურთიერთობაა. 

როგორც ჩანს, კოლუმბიელის  11-წლიანი ევროპული კარიერა სრულდება

ხამეს როდრიგესმა, რომელსაც კოლუმბიის ეროვნულ გუნდში 2011 წლიდან იწვევენ, პრემიერლიგის გასულ სეზონში ევერტონის ღირსება 23 მატჩსი დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და შეასრულა 4 საგოლე გადაცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები