Thumbnail

განგაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - კიევის მეტროში ბომბი ეძებეს

  • ანონიმური ზარის საფუძველზე კიევის პოლიციამ განგაში გამოაცხადა 
  • მეტროპოლიტენის 5 სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე გამნაღმველებიც შევიდნენ
  • რეალი-ლივერპულის მატჩის გამართვას ჯერჯეროფით საფრთხე არ ემუქრება 

კიევში, სადაც დღეს, 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა უნდა გაიმართოს, განგაში გამოცხადდა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა, რომლებიც ანონიმური ზარის საფუძველზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ, დედაქალაქის მეტროპოლიტენის ერთბაშად ხუთ სადგურში ევაკუაცია გამოაცხადეს.

"ყურადღება! შემოსულია ანონუმური ზარი, რომ დანაღმულია სადგურები: "დნეპრი", "ჰიდროპარკი", "ლევობერეჟნაია", "არსენალნაია" და "დნეპრის გმირები", - იუწყებოდა მეტროს პრესსამსახური სოციალურ ქსელში. 

ჩემპიონთა ლიგა

რონალდო 4 გოლით ფინალების ბომბარდირია!
ლივერპულსაც გაუტანს?

ინფორმაცია დაადასტურა პოლიციის პრესსამსახურმაც:

"დღეს, 13:20 საათზე, "ცხელის ხაზზე" უცნობმა მამაკაცმა დარეკა და შეგვატყობინა, რომ მეტროპოლიტენის ხუთ სადგურში აფეთქება მოხდება. ზარის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები, ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეაცილისტები, კინოლოგები, მაშველები და მედიკოსები უმალ გავიდნენ მითითებულ ადგილებზე".

კიევის მეტროს აღნიშნული სადგურები მგზავრთათვის დროებით დაიხურა. ჩატარდა ევაკუაცია, სპეციალისტებმა კი შემოწმება ჩაატარეს.

მოგვიანებით მეტროპოლიტენის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ სადგურებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა და სადგურები ჩვეულ რეჟიმში ამუშავდა.

დღეს კიევის ოლიმპიური სტადიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს. ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლივერპული დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები