Thumbnail
  • ბრაზილიელმა თავდამხმელმა დიდი ხნის ოცნება გაამხილა 
  • პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელს პეპის გაწვრთნილ გუნდში ყოფნა სურს

ბრაზილიის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ნეიმარმა აღიარა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

"ყოველთვის მინდოდა ჩემი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ყოფილიყო. მისი მუშაობის მეთოდები სხვებისგან განსხვავებულია. ბარსელონაში როცა მივედი, ის უკვე ერთი წლის წასული იყო კლუბიდან. შესაბამისად, ვერ მივუსწარი გუნდში მისი მწვრთნელობის პერიოდს.

მართლა ძალიან მინდა მასთან მუშაობა", - აქვეყნებს ნეიმარის ნათქვამს Mundo Deportivo.

წინა კვირაში პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა, რომელმაც თანამდებობაზე ესპანელი უნაი ემერი შეცვალა.

გასულ სეზონში პეპ გვარდიოლამ ინგლისი ჩემპიონატი მოიგო, ნეიმარმა - საფრანგეთის ჩემპიონატი.

ამჟამად ბრაზილიელი ფორვარდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ნაკრებთან ერთად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები