Thumbnail

'ყოველ ორ წელში არა, ყოველ წელს სჯობია' - ანჩელოტი ახალ იდეაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში გამართვის იდეას ირიონიულად გამოეხმაურა.

“მუნდიალი ყოველ ორ წელში? თუკი ასეთი საუბარი წავიდა, მოდით, მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ წელს ჩავატაროთ. საქმე ის გახლავთ, რომ კალენდარში ისედაც სერიოზული პრობლემებია. რაღაც ცვლილებები აუცილებელია. არაერთი ისეთი თამაშია, რომელთაც დიდი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ფიფამ და უეფამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იფიქრონ, რომ ფეხბურთელებს დატვირთვა შეუმცირდეთ და არა - პირიქით”.

შეგახსენებთ, რომ ხმები, თითქოს, ფიფა მუნდიალის რეორგანიზებას აპირებს, მაისში გაჩნდა. კერძოდ, ტურნირი შესაძლოა, არა 4 წელიწადში, არამედ 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს. სხვათა შორის, ამ წინადადებას ფიფას წევრი 166 ფედერაცია უჭერს მხარს, თუმცა, აშკარა უკმაყოფილება გამოხატა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები