Thumbnail

'სერენის ელიტაში დატოვება არ გაუჭირდება' - ბელგიური მედია მიქაუტაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიურმა voetbalkrant.com-მა სერენის ქართველ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა - "მიქაუტაძე - ფორვარდი, რომელსაც ჟუპილერ ლიგაში თვალყური ვადევნოთ". კვირას 20 წლის მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში, ჟუპილერ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი ანტვერპენის კარში გაიტანა. საამისოდ მას 101 წუთი (45 სტანდარდთან მატჩში, 56 - ანტვერპენთან) დასჭირდა. მანამდე მან ბელგიის თასზე სეზონის პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა. 

გიორგი მიქაუტაძეს სერენის მაისურით 27 ოფიციალურ მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი. 

"ანტვერპენთან შეხვედრაში სერენმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა, ზაფხულის შემდეგ კლუბმა დაიბრუნა "გოლების მანქანა" გიორგი მიქაუტაძე. მისი დებიუტი სტანდარდთან შედგა, როცა შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანასთან ახლოს იყო. შემდეგ იყო ჰეთ თრიკი თასზე ლოკერენის კარში, ახლა კი მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატშიც გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძემ სერენი ანტვერპენთან მატჩში დააწინაურა

ის პირველად იყო 1A დივიზიონში (ჟუპილერ ლიგა) სასტარტო შემადგენლობაში და მან ამ თამაშში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. გატანა თავიდანვე შეეძლო, რომ არა ანტვერპენის გოლკიპერი ბუტეზი. მეორე ტაიმში მიქაუტაძემ მეკარეზე შური იძია, როცა ბურთი თავზე გადაუგდო. 

როგორც ჩანს, ფორვარდი ამ დონეზეც ბევრს შეძლებს. გასულ სეზონში მან უკვე აჩვენა, რომ გოლების გატანა ეხერხება - 19 გოლი გაიტანა 21 მატჩში პროქსიმუს ლიგაში, შემდეგ კი პლეი ოფში 3 გოლიც შეაგდო. როგორც ჩანს, მას იგივეს გაკეთება ჟუპილერ ლიგაშიც შეუძლია, ეს კი სერენისთვის შესანიშნავი ნიშანია, გუნდი შეიძლება ელიტაში დატოვოს". 

კომენტარები

ბოლო ამბები