Thumbnail

ქვილითაია მძიმე ტრავმას გადაურჩა - გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აპოელ-ის 27 წლის თავდამსხმელმა დაზიანება აპოლონთან შეხვედრაში მიიღო
  • კვიპროსული მედია გიორგის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადას ასახელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აპოელ-ის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მოედანს ახლო მომავალში დაუბრუნდება. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს, რომლის ცნობით, 27 წლის ქართველი ფორვარდი სავარაუდოდ, მხოლოდ სათასო შეხვედრას გამოტოვებს, ჩემპიონატის მომავალი ტურის მატჩისთვის კი მწყობრში იქნება.

გიორგი ქვილითაიამ დისკომფორტი კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში იგრძნო, რომელშიც მისმა გუნდმა აპოლონთან წააგო (1:2). ფორვარდმა მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. 

ქართველი ფორვარდი აპოელ-ში გასულ ზაფხულს გადავიდა

"ქვილითაიას ტრავმასთან დაკავირებით იმედისმომცემი ვითარება. ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და არის ოპტიმისტური მოლოდინი, რომ მას პაეკთან თამაშის შანსი აქვს. ნეა სალამინასთან თასზე მისი ყოფნა კი ნაკლებად მოსალოდნელია", - წერს Goal.com.cy.

აპოელ-ი, რომლის ღირსებას ასევე იცავენ თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი, კვიპროსის თასზე 22 სექტემბერს ნეა სალამინას ეთამაშება, ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას კი 27 სექტემბერს პაეეკ-თან ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გუნდმა კვიპროსის 2021/22 წლების ჩემპიონატი კატასტროფულად დაიწყო - წააგო სამივე თამაში, გაიტანა 1 და გაუშვა 7 გოლი და ცხრილში ბოლო ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები