Thumbnail
  • შუქურა 0:4 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ოსეი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)

საქართველოს ჩემპიონატში 25-ე ტურმა სტარტი აიღო და დინამო თბილისმა პაუზის ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კახა ცხადაძის გუნდმა პაუზის შემდეგ ჯერ თელავთან წააგო (0:1) და მერე შინ დილას ვერ მოუგო (0:0), ამგვარად, დინამო ბათუმს 5 ქულით ჩამორჩა.

დინამო თბილისს ქობულეთის შუქურასთან საგარეო მატჩში ქულების დაკარგვის უფლება აღარ ჰქონდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა და 3 ქულა იოლად მოიპოვა. ანგარიში თორნიკე მორჩილაძის ჩაწოდების შემდეგ ზორან მარუშიჩმა თავური დარტყმით გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს დავით სხირტლაძის იდეალური პასით ოსეი ბარნსი მეკარესთან პირისპირ დარჩა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. დინამომ მე-2 ტაიმშიც ორი გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა მილან რადინმა კი 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჯერ თანამემამულე მარუშიჩს დაეხმარა დუბლის შესრულებაში, ხოლო შემდეგ მისი გადაცემით ლევან ხარაბაძემ გაიტანა - 0:4. დინამო თბილისმა 48 ქულა დააგროვა და 25 ტურის შემდეგ მე-2 პოზიციაზეა, ხოლო შუქურას ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 21 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

შუქურას მარცხით კარგად ისარგებლა სამტრედიამ, რომელმაც იმერულ დერბიში ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. კახა ჩხეტიანის გუნდი დასაწყისშივე მეჰდი ბუკასის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ გია ცეცაძის შეგირდებმა შესანიშნავად ითამაშეს. მოედანზე საუკეთესო 31 წლის ხორვატი თავდამსხმელი ნიკოლა პრელჩეცი იყო, რომელმაც სამტრედიას მაისურით პირველი გოლები გაიტანა და ჰეთ-თრიკით თავის გუნდს სასიცოცხლო ქულები მოუტანა. სამტრედია მე-10 ადგილზეა, მაგრამ შუქურასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ტორპედომ პაუზის შემდეგ ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ამჯერად, უქულოდ დარჩა და მე-7 ადგილზეა.

შუქურა 0:4 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ოსეი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)

შუქურა (4-2-3-1): თებიძე - გაფრინდაშვილი, ჭანტურია, სპიჩკა, კომახიძე - ვარშანიძე, კაკაშვილი (80. ხმალაძე) - მუსელიანი (80. აფხაზავა), ჯერალდო (67. ვერულიძე), სარდალიშვილი (67. კვარაცხელია) - ინგოროყვა (80. ძალამიძე)

დინამო თბილისი (3-4-3): პრიეტო - ბენიო, პაპავა (85. კალანდაძე), ხვადაგიანი - მორჩილაძე (46. სპორსკლედე), ქარდავა, მექვაბიშვილი (63. რადინი), ხარაბაძე - სხირტლაძე (63. კუცია), მარუშიჩი, ოსეი ბარნსი (74. ქავთარაძე)

სამტრედია 4:1 ტორპედო

გოლები: 0:1 ბუკასი (15), 1:1 პრელჩეცი (22), 2:1 პრელჩეცი (35), 3:1 კვირკვია (68), 4:1 პრელჩეცი (76)

კომენტარები

ბოლო ამბები