Thumbnail

ვალენსიას და ესპანური ფეხბურთის ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა მადრიდის რეალთან გიორგი მამარდაშვილის გაშვებული მეორე გოლის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

კანისარესის აზრით, ქართველი მეკარის დადანაშაულება ქარიმ ბენზემას გოლში არ შეიძლება, რადგან მადრიდელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და კარის ხაზზე დარჩენის შემთხვევაშიც, გიორგის მიერ ბურთის მოგერიების შანსი ძალიან მცირე იქნებოდა.

"გოლი ვინისიუსის დამსახურებაა. იმ ზონაზე პასუხისმგებელი ცენტრალური მცველები და მეკარე არიან. ეს კი უპირატესობას თავდამსხმელს აძლევს, რომელსაც შეუძლია გოლი გაიტანოს. მეკარეს ასეთ დროს ორი ვარიანტი აქვს: დარჩეს კარის ხაზზე და ძალიან ცოტა შანსი ექნება ბურთის მოსაგერიებლად ან სასოწარკვეთილმა დატოვოს კარი იმის შიშით, რომ მის წინ ვინმე ბურთს შეეხება და გოლი გავა. არავითარ შემთხვევაში შეიძლება ეს გოლი მეკარეს დავაბრალოთ. მამარდაშვილი კარში რომ დარჩენილიყო, 95%-ით გოლი მაინც გავიდოდა. გამოსვლით კი მან შეძლო და ბენზემას დისკომფორტი შეუქმნა, რომელსაც მოუწია ბურთის კარში მხრით გადაგზავნა", - თქვა კანისარესმა ესპანურ პრესასთან.

მამარდაშვილმა რეალთან 8 სეივი მიითვალა, რაც სეზონის რეკორდია

ვალენსიამ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ რეალი გახდა 13 ქულით. "ღამურები" მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, სევილიასათან გამართავენ. მამარდაშვილმა ლა ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები