Thumbnail

ამერიკულმა Nbapassion NBA-ში დაგეგმილ ტრეიდზე დაწერა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

საუბარია ინდიანელთა ძირითადი ცენტრის მაილს ტერნერის ჰიუსტონ როკეტსში გადასვლაზე, მის სანაცვლოდ კი, პეისერსი ერიკ გორდონსა და 2024 და 2026 წლების დრაფტის მე-2 რაუნდში არჩევანს მიიღებს.

“ამ ორ კალათბურთელს შორის ასაკობრივად დიდი სხვაობაა, თუმცა, ინდიანას გაცვლა მაინც უნდა უღირდეს, რადგანაც მაღლებში ნიჭიერი შემცვლელები ჰყავს. ამ შემთხვევაში მეტ სათამაშო დროს მიიღებენ გოგა ბითაძე, რომელიც NBA-ში უკვე მე-3 სეზონს იწყებს და ასევე აიზია ჯეკსონი, რომელიც გუნდმა გასულ დრაფტზე აიყვანა. ტრეიდის შემთხვევაში, ინდიანაში მთავარი მაინც საბონისი-ლევერტი-ბროგდონის ტრიო იქნება, თუმცა, სხვებიც არიან: ჯასტინ ჰოლიდეი, ტი ჯეი მაკკონელი, კრის დუარტე და ჯერემი ლემბი”. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. სადებიუტო სეზონში მან საშუალოდ 8.7 წუთი ითამაშა, მე-2 სეზონში კი – 12.5 წუთი. გოგა საშუალოდ 5.1 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებს, NBA-ს ახალ სეზონში მისი პირველივე თამაში კი კარიერაში მე-100 იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები