Thumbnail
  • რუბინის დანიელმა ახალწვეულმა ხვიჩას ტალანტი თავიდანვე შენიშნა
  • 23 წლის ნახევარმცველმა კვარაცხელიას პასით გოლი უკვე გაიტანა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ყაზანის რუბინის დანიელმა ახალწვეულმა ანდერს დრეიერმა ისაუბრა. 23 წლის ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთში სათამაშოდ ახლახან გადაბარგდა, ხვიჩაზე წარმოდგენა უკვე შეიქმნა.

"გუნდში გატარებულ პირველ დღეებში ჩემზე შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა. ის ძალიან კარგი დრიბლიორია, აქვს ბრწყინვალე სისწრაფე და ტექნიკა. ვფიქრობ, ხვიჩა დიდი ფეხბურთელი გახდება.

დანიაში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელთან მითამაშია და ისინი მწერდნენ, რომ ხვიჩა ძალიან კარგი და ძლიერი ფეხბურთელია. ამაში დავრწმუნდი კიდეც, როდესაც რუბინში სადებიუტო გოლის გატანის მომენტში საგოლე გადაცემა გამიკეთა. 

პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ხვიჩა ყოველთვის მიდის დრიბლინგზე და არ უშინდება მის წინ ორი ან სამი მეტოქის ყოფნას. ის თავდაჯერებულია", - ამბობს დრეიერი "სპორტ ექსპრესთან".

დიდი მოლოდინის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში რომელიმე ევროპულ კლუბში გადაბარგდებოდა, 20 წლის ნახევარმცველი ჯერჯერობით ისევ ყაზანის რუბინში რჩება. ხვიჩამ  რუსეთის პრემიერლიგის 5 მატჩში ითამაშა და გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.  

რუბინს ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. 20 სექტემბერს, ლიონიდ სლუცკის გაწვრთნილი გუნდი მე-8 ტურში მოქმედ ჩემპიონსა და ცხრილის ლიდერს, სანკტ-პეტერბურგის ზენიტს მასპინძლობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები