Thumbnail
  • ვალენსია 1:2 რეალი
  • რეალს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ მაინც მოიგო
  • კარლო ანჩელოტიმ რეალის ხასიათზე ისაუბრა

მადრიდის რეალმა მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლით გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას მოუგო. არადა, რეალი დამაჯერებლად მთელი მატჩი არ გამოიყურებოდა, თუმცა თამაშის მიწურულს სამი ქულის აღება მაინც შეძლო. ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე აქცენტი სწორედ რეალის ხასიათზე გააკეთა და თავისი თავდამსხმელების დუეტიც გამოარჩია, რომელთა გოლებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ანჩელოტი: "მყავს გუნდი, რომელიც ყოველთვის იბრძვის. ცუდად თამაშობენ თუ კარგად, ისინი ბრძოლას არასოდეს წყვეტენ. ასეთი შეგრძნება მქონდა დღეს მატჩის დროს. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმში უფრო ენერგიულად გამოვიყურებოდით. გაგვიმართლა, რომ ბენზემა და ვინისიუსი გვყავს, თუმცა დღეს ყველას თამაშით კმაყოფილი ვარ. აზარიც კარგი იყო და კამავინგაც".

ანჩელოტის ხელში რეალმა ჩემპიონატიც ძალიან კარგად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაშიც, გასვლაზე მილანში ინტერთან სამი ქულის აღება შეძლო. რეალს ამ კვირაში ორი თამაში ელის - შუა კვირაში შინ მალიორკასთან და გასვლაზე ვილიარეალთან.

კომენტარები

ბოლო ამბები