Thumbnail

მესი პოჩეტინოს გაუბრაზდა - შეცვლა გაიკვირვა და მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-6 ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლიონს უმასპინძლა და ურთულეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რითაც ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის ყველაფერი ძალიან რთულად იყო, რადგან 54-ე წუთზე ლუკას პაკეტამ ანგარიში გახსნა და სტუმრები დააწინაურა. პსჟ-მ მალევე, 12 წუთში გაათანაბრა: თავი ნეიმარმა პენალტით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს მოედანზე ლეო მესიც იყო, მაგრამ ბურთთან ბრაზილიელი მივიდა. პარიზელებს მსაჯის კომპენსირებულ დროში მაურო იკარდიმ მოაგებინა და ისინი საფრანგეთის ჩემპიონატს 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.

76-ე წუთზე პოჩეტინომ მესი შეცვალა და თამაშში აშრაფ ჰაკიმი ჩართო. არგენტინელ თავდამსხმელს არაფერი აწუხებდა და თამაში შეეძლო, თან, იმ დროს მისი გუნდი ვერ იგებდა და გოლი ჰქონდა გასატანი.

მესის თანამემამულე მწვრთნელის გადაწყვეტილება გაუკვირდა, რაც სახეზე აშკარად ემჩნეოდა და მოედნიდან ბედნიერი ნამდვილად არ გასულა - პოჩეტინოს ხელიც არ ჩამოართვა. მის გარეშე პსჟ-მ ლიონს გამარჯვების გოლი მაინც გაუტანა, აი მესის კი პარიზულ გუნდში ჯერ პირადი ანგარიში არ გაუხსნია - გოლის გარეშეა.

კომენტარები

ბოლო ამბები