- საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა შედეგიანად ითამაშა
- 'შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ' - ბურჯანაძე თამაშზე ხოაკინის მაისურით მივიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა ესპანური ლიგა ენდესას ახალი სეზონი შედეგიანი თამაშით გახსნა.
34 წლის მაკფადენი ამჟამად მურსიას ღირსებას იცავს და თავის გამოჩენა ჩემპიონატის პირველივე ტურში ბარსელონასთან მოახერხა. მურსიელებმა კატალონიურ გრანდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და 78:85 წააგეს, თადი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.
მაკფადენმა მოედანზე 26:14 წუთი გაატარა და სტუმრებს 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაკფადენი მურსიას რიგებში მხოლოდ ამერიკელ აიზია ტეილორსა (18) და ბრაზილიელ აუგუსტო ლიმას (15) ჩამორჩა, ბარსელონას კი კორი ჰიგინსმა (18), ნიკოლა მიროტიჩმა (18) და ბრენდონ დევისმა (17) ულიდერეს. მურსიელები მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს, შინ, ბექა ბურჯანაძის ბეტისთან ჩაატარებენ.
კომენტარები