Thumbnail
  • 📅 19 სექტემბერი | 🏟 მესტალია | ⌚ 23:00 | ⚽ ვალენსია V რეალი
  • ქართველი მეკარე ლა ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩს დაიწყებს

გიორგი მამარდაშვილი V რეალი! 20 წლის ქართველი მეკარე ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

ხოსე ბორდალასი გიორგის ენდობა და ზედიზედ მე-5 ტურია მას სასტარტოში თამაშის შესაძლებლობას აძლევს. რასაკვირველია, რეალთან მისი ძირითადში გამოჩენა ნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი სწორედ მას მოიაზრებს პირველ მეკარედ და ეს უდიდესი ნდობაა.

მამარდაშვილმა ლა ლიგაში ხეტაფეს, გრანადას, ალავესისა და ოსასუნას წინააღმდეგ ითამაშა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, 2-ჯერაც კარი მშრალად შეინახა. გამორჩეული თამაში პირველ ტურში ჰქონდა, როდესაც ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს. 

მანამდე, ქართველმა კიპერმა თავი პრესეზონის მატჩებშიც გამოიჩინა, განსაკუთრებით მილანის წინააღმდეგ ტესტ-შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილს "მესტალიაზე" ამ დრომდე გოლი არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები