Thumbnail

ჯიმი გრივსი - მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯიმი გრივსი 1940-2021
  • 491 გოლი კარიერაში და ტრაგიკული ტრავმა მუნდიალზე

ჯიმი გრივსი, მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, დღეს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ძალიან ვწუხვართ ამ ამბის გამო, ის არა მხოლოდ ტოტენჰემისთვის იტანდა ბევრს, არამედ საკუთარი ქვეყნისთვისაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია." - ნათქვამია ტოტენჰემ ჰოთსპურის განცხადებაში.

ჯიმი გრივსმა, საკლუბო და სანაკრებო დონეზე 491 გოლი გაიტანა

ჯიმი გრივსმა ინგლისის ნაკრებში 1959-67 წლებში ითამაშა, მათ შორის 1966 წლის მუნდიალზე, სადაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, მისი ადგილი სერ ჯეფრი ჰერსტმა დაიკავა.

ჯამში ეროვნული გუნდის ფორმით, 57 მატჩში 44 გოლი გაიტანა. 1966 წელს ვერ მიღებული მედლის ამბავმა, გრივსის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედა, კარიერა მწვავე ალკოჰოლიზმის ფონზე დაბალ ლიგებში დაასრულა, თუმცა მანამდე საკლუბო დონეზე 447 გოლის გატანა შეძლო

კომენტარები

ბოლო ამბები