Thumbnail

'საუთგეიტს ვაწყენინე, მაგრამ რეაქციამ გამაკვირვა' - ბაიერნის ჯამალ მუსიალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მუსიალამ თებერვალში ინგლისი გერმანიაზე გაცვალა
  • ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავი ამბობს, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია

ჯამალ მუსიალას, რომელიც დღეს მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების წევრია, ინგლისური ფეხბურთის სკოლა აქვს გავლილი - თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდი და ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები. მაგრამ ჩელსის აღზრდილმა, საბოლოოდ გერმანიის ეროვნული გუნდის ფორმა მოირგო.

"საუთგეიტს და ჯონ მაკდერმოტს (ტექნიკური დირექტორი) პირადად ვესაუბრე, მინდოდა მიზეზები ამეხსნა. ძალიან ეწყინათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ გამიგეს და ყველაფერი საუკეთესო მისურვეს კარიერიაში. მათმა რეაქციამ გამაკვირვა, მაშინ მოსმენილი პოზიტიური სიტყვები, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო." - ამბობს მუსიალა.

ჯამალ მუსიალა ინგლისის 17-წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა

"გადაწყვეტილების შესახებ, ჩემ მეგობარს - ჯუდ ბელინგემსაც მაშინვე ვუთხარი, რომელთან ერთადაც, ინგლისის ასაკობრივ გუნდებში ვითამაშე. ჯუდმაც გამიგო და დღემდე მეგობრები ვართ. არ ვიცი, რაღაცნაირად ორი გული მაქვს, მაგრამ გერმანიისთვის თამაში დღეს ძალიან მახარებს, ქვეყნის, სადაც დავიბადე."

ჯამალ მუსიალა გერმანიაშია დაბადებული, თუმცა 7 წლის ასაკში ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. სკოლაც ინგლისში დაამთავრა და ფეხბურთის თამაში ჩელსის აკადემიაში დაიწყო, სადაც 2011-2019 წლებში ირიცხებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები