Thumbnail

'ბრუნოსთან ვიჩხუბებდი' - ამბობს UFC-ის ლივერპულელი ვარსკვლავი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პიმბლეტმა UFC-ში დებიუტის შემდეგ ფეხბურთზეც ისაუბრა
  • ლივერპულელი მებრძოლი თვლის, რომ ფერნანდეში გადაფასებული მოთამაშეა

რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ოქტაგონზე, ბრიტანელი მებრძოლის - პადი პიმბლეტის დებიუტი შედგა, რომელიც ლუიჯი ვენდრამინის წინააღმდეგ მოგებული ბრძოლით დასრულდა.

პიმბლეტს, როგორც თანამემამულე მებრძოლების უმეტესობას, ლაპარაკი არ ეზარება და მას შემდეგ არაერთი სატელევიზიო შოუ თუ პოდკასტი მოიარა. ერთ-ერთი სტუმრობისას UFC-ის ამომავალმა ვარსკვლავმა ფეხბურთზეც ისაუბრა.

ჯერმეინ ჯინასთან გადაცემაში, 26 წლის მებრძოლს ჰკითხეს თუ ვისთან ისურვებდა ჩხუბს პრემიერლიგის ფეხბურთელებიდან. თვითონ პიმბლეტი ლივერპულის დიდი გულშემატკივარია და ამიტომ 'მოწინააღმდეგეც' რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედიდან აარჩია - ბრუნო ფერნანდეში.

"ბრუნოსთან ვიჩხუბებდი, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია. მსოფლიო დონის მოთამაშე არ არის, საერთოდ იმ გუნდში მსოფლიო დონის მხოლოდ რონალდოა, დანარჩენზე ამას ვერ ვიტყოდი."

 

კომენტარები

ბოლო ამბები