Thumbnail

ბურჯანაძემ სეზონი მაგრად დაიწყო - მოგება ყოფილ გუნდთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბეტისი 102:98 ანდორა
  • ბურჯანაძის 17 ქულა და 3 მოხსნა

ბექა ბურჯანაძის ბეტისმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ანდორას 4 ქულით მოუგო - 102:98. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 12:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

ბექამ ყოფილ გუნდთან 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP კეიდენ კარინგტონი გახდა. მან 22 ქულა, 4 მოხსნა და ერთი პასი მოიპოვა. მონტენეგროელ მარკო ტოდოროვიჩს ბეტისის რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა - მან 20 ქულასა და 11 მოხსნას 4 გადაცემაც დაუმატა.

ბურჯანაძის ბეტისი მეორე ტურში მურსიას წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც ბოლოს 2017 წელს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები