Thumbnail

20 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-8 ტურში ჩემპიონატის ლიდერ ზენიტს მასპინძლობს, რომელსაც ჯერ არ წაუგია ახალ სეზონში. რუბინი 14 ქულით მე-4 პოზიციაზეა და გამარჯვების შემთხვევაში, არა მარტო პირველ მარცხს აგემებს რუსულ გრანდს, არამედ, ქულებითაც გაუთანაბრდება. 

სერგეი სემაკს მარჯვენა ფლანგზე საკადრო პრობლემები აქვს, იქ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას რეიდებია მოსალოდნელი. შესაძლოა, როგორც ჩელსისთან, ამ პოზიციაზე ალექსეი სუტორმინი ვიხილოთ, რომლის მთავარი პოზიცია - შემტევია. "სუტორმინი ხომ თავდამსხმელია, ქართველი მას ერთ-ერთზე უბრალოდ "შეჭამს". არა გვგონია, რომ სერგეი სემაკი ასეთი დაუდევარი იყოს. კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფეხბურთელის წინააღმდეგ მოსალოდნელია, რომ ზენიტელებმა პენალტიც "აიკიდონ". ასეთ ფლანგს კვარაცხელია იოლად გაარღვევს. ასე რომ, შესაძლოა, სემაკმა სხვა გზა არჩიოს", - წერს kazanfirst.ru. 

ხვიჩა კვარაცხელია ზენიტთან მატჩისთვის ემზადება

სამაგიეროდ, ხვიჩას პრობლემები უნდა შეექმნას დაცვის დროს, რადგან ილია სამოშნიკოვი ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს. "მარცხენა ფლანგი მოშიშვლდა, იქ მხოლოდ კვარაცხელიაა, რომელმაც საკუთარი საქმეც უნდა გააკეთოს და სამოშნიკოვისაც. არ არის გამორიცხული, რომ ზენიტმა შეტევის ეს ფლანგი დატვირთოს. იმედია, სამოშნიკოვი თამაშს შეძლებს", - წერს kazanfirst.ru.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში პრემიერ-ლიგაში 5 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.  

კომენტარები

ბოლო ამბები