Thumbnail
  • რიო ბრეოგანი 92:73 ლენოვო ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 9 ქულა, 8 მოხსნა

ACB ლიგა სენსაციით დაიწყო - პირველ ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე ელიტაში დაბრუნებულმა რიო ბრეოგანმა 19-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 92:73. 

ელიტაში დაბრუნებულე ლუგოელებს სუპერვარსკლავი ჰყავთ - 22 წლის ბოსნიელი ფორვარდი ჯანან მუსა, რომელიც ბრუკლინ ნეტსმა 2018 წლის დრაფტის პირველ წრეში აიყვანა. შარშან მუსა დეტროიტში გაცვალეს და ის პისტონსმა გაუშვა. ამის შემდეგ ბოსნიელი ეფესში გადავიდა, ახალი სეზონიდან კი ესპანური კლუბის წევრია. 

შერმადინთან და კომპანიასთან პირველი ტურის დაპირისპირებაში მუსა შეუდარებელი იყო - 25 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო და შეიძლება ითქვას, მარტომ მოუგო კანარელებს. 

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან სულ 24:14 წუთი ითამაშა და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 9 ქულა და 8 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი - 15, გუნდში მეორე იყო. შეგახსენებთ, რომ შერმადინი გასული სეზონის ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშეა.

კომენტარები

ბოლო ამბები