Thumbnail
  • საქართველო (U17) 2:2 საბერძნეთი (U17)
  • 1:0 ხაჩიძე (33), 1:1 გუმასი (53), 1:2 კალოსკამისი (76), 2:2 ტაბატაძე (90+5)

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ბერძენ თანატოლებთან მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა. ეს იყო მეორე ამხანაგური შეხვედრა ქართველ და ბერძენ ახალგაზრდებს შორის. პირველი მატჩი რუსთავში ასევე 2:2 დასრულდა.

ფოტო: NAKREBI.GE

მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში, ანგარიში 33-ე წუთზე გივი ხაჩიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. ბერძნები გუმასისა და კალოსკამისის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა შეხვედრის მიწურულს, 95-ე წუთზე, გიორგი ტაბატაძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს - 22, 25 და 28 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები