Thumbnail
  • კვირას, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია რეალს ეთამაშება
  • ეს ტურის ცენტრალური მატჩია და დიდ ინტერესს იწვევს
  • თამაშის წინ AS-მა ქართველ მეკარეს სტატიას მიუძღვნა

კვირას, ესპანეთის ჩემპიონატში განსაკუთრებული მატჩია: ვალენსია მადრიდის რეალს მასპინძლობს. მე-5 ტურის წინ ორივე გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეშია (10-10 ქულით), ვალენსიელთა კარს კი, როგორც იცით, ქართველი გიორგი მამარდაშვილი იცავს. მე-5 ტურის ამ ცენტრალური მატჩის წინ ესპანურმა გამოცემა AS-მა 20 წლის ქართველ მეკარეს სტატია მიუძღვნა

აი, რას წერს AS:

“მანუელ ნოიერს აღმერთებს, მაგრამ მას თავისი სიმაღლისა და კონდიციების გამო ბევრი ტიბო კურტუას ამსგავსებს. მამარდაშვილი (1.99 მეტრი) და კურტუა (2 მეტრი) ლა ლიგის ყველაზე მაღალი მეკარეები არიან და კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ქართველი მეკარე ვალენსიაში ზაფხულში, “უკანა კარიდან” მოვიდა. ეს ერთ-ერთი ეგზოტიკური ტრანსფერი იყო, როგორსაც კლუბები მეორე გუნდებისთვის ახორციელებენ ხოლმე. მაგრამ როცა ხოსე ბორდალასმა ქართველის თამაში ნახა, მის შესაძლებლობებში ეჭვი აღარ შეუტანია.

რივერო, დომენეკი, სილესენი - მამარდაშვილმა ყველას აჯობა, ისარგებლა თავისი კარგი ფორმით და კონკურენტების ტრავმებით და ბორდალასის ნდობა მოიპოვა. მწვრთნელიც ენდო და გიორგი უკვე ამ სეზონის ერთ-ერთი სენსაციაა.

მამარდაშვილი მანუელ ნოიერის ფანია, მაგრამ ბევრი მას უკვე ტიბო კურტუას ამსგავსებს. გიორგი სიმაღლეში 199 სანტიმეტრია და ცაციაა. ძალიან თავდაჯერებულია და მოქნილი. ისე გამოიყურება, როგორც მადრიდელთა კიპერის ტყუპისცალი კოშკი, რადგან კურტუაც ცაციაა და სიმაღლეში მხოლოდ ერთი სანტიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე ქართველი. გიორგი და ტიბო ლა ლიგის კოშკები არიან.

კვირას ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან. სხვათა შორის, “ტრანსფერმარკტის” მიხედვით, კურტუას სატრანსფერო ღირებულება ახლა 60 მილიონი ევროა, მამარდაშვილის კი - 800 000 ევრო."

გიორგი მამარდაშვილს 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, კურტუას კი - 6. იმედია, ახალგაზრდა ქართველი მეკარე რეალთან კარს მშრალად შეინახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები