Thumbnail

ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია - კაისეიმ იორიკირით მოიგო

  • ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-7 ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტმა კაისეისთან წააგო

აკი ბაშო გრძელდება. ტურნირის მე-7 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-12 მაეგაშირაა, კაისეის დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა იორიკირის ილეთით დათმო. ქართველი სუმოისტის ბალანსი აკი ბაშოზე 2 მოგება და 5 მარცხია. აკი ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები