Thumbnail

მე-5 ადგილი დუბაიში, ქართველ ხარს ტრავმამ ხელი შეუშალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონსტანტინე ჯანაშიამ დუბაიში World’s Ultimate Strongman-ზე იასპარეზა
  • ქართველმა სპორტსმენმა მეოთხე მოძრაობის დროს ტრავმა მიიღო

ქართველმა სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ დუბაიში გამართულ World’s Ultimate Strongman-ში მიიღო მონაწილეობა. მან ხუთ მოძრაობაში იასპარეზა და მესამე მოძრაობის შემდეგ მე-3 ადგილზეც იყო, თუმცა მეოთხე მოძრაობის დროს ტრავმა მიიღო და სასურველი შედეგი ვეღარ დააფიქსირა.


მან თავდაპირველად მორების აწევაში მიიღო მონაწილეობა. ჯანაშიამ სუფთად მხოლოდ ერთი მოძრაობა შეასრულა და მე-8 ადგილზე გავიდა. მეორე მოძრაობა რკინის კონსტრუქციით სიარული იყო, სადაც ჯანაშიამ მე-3 პოზიცია დაიკავა.

სამი მოძრაობის შემდეგ ჯანაშია მესამე ადგილზე იყო და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებდა. ჯანაშიამ მეოთხე მოძრაობაში, რკინგიზით ჯაჭვის გადაზიდვაში პირველი გზა სრულად გაიარა, მაგრამ უკანა გზაზე, როდესაც მას ჯაჭვი საწყის ადგილზე უნდა დაებრუნებინა, პრობლემა შეექმნა, მან ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ბოლომდე ვერ დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანაშიას მეხუთე მოძრაობაში აღარ ველოდით, ის მაინც გამოჩნდა და ატლასის ქვების აწევაში მონაწილეობა მიიღო. ქართველმა ხარმა 10-დან 9 ქვის აწევა მოახერხა და ბოლო ქვის აწევაზე უარი განაცხადა - როგორც გამოჩნდა, მას ტრავმამ ხელი კიდევ ერთხელ შეუშალა.

დუბაის ტურნირის საბოლოო ცხრილი

იმედია, რომ ქართველ სპორტსმენს ტრავმა აღარ შეაწუხებს და უკვე მომდევნო ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს. პირველ ადგილზე უკრაინელი ალექსეი ნოვიკოვი გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები