Thumbnail

The Athletic-ის რედაქციამ Bucks Mailbag-ის რუბრიკაში მილუოკი ბაქსის ფანების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა NBA-ის ჩემპიონის ახალწვეულ სანდრო მამუკელაშვილს ეხება...

Erik G: როგორ ფიქრობთ, მამუ გახდება ერსან ილიასოვას ტიპისა და დონის მოთამაშედ? მას ხომ უნიკალური "სქილები" აქვს, რის გამოც მისი თამაშის ყურება ძალიან სახალისოა. როგორ ფიქრობთ, გახდება ის სტარტერი ან მნიშვნელოვანი სარეზერვო?

The Athletic: საზაფხულო ლიგაზე სანდრო მამუკელაშვილის რამდენიმე თამაშის ნახვა შევძელით და შინ შთაბეჭდილების ქვეშ დავბრუნდით. მას აქვს თამაშის დიდებული შეგრძნება, რაც მას ლიგაში საკმაო ხანს დატოვებს, თუმცა ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. ილიასოვამ ეს შეძლო და ამიტომაც ლიგაში ხანგრძლივი კარიერა გამოუვიდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, მთელი კარიერის განმავლობაში ილიასოვას საშუალო სროლა ელიტურ დონეზე ჰქონდა. მან ერთ-ერთი პირველმა დაიწყო "მაღლებში" პერიმეტრზე გასვლა და 3-ქულიანების სროლა და ამითაც იხეირა. ილიასოვამ შეძლო, ყველაფერში ცოტ-ცოტა მოემატებინა, ყოფილიყო განსხვავებული ყველასგან. ზუსტად ეს გზა უნდა გაიაროს მამუკელაშვილმაც.

მისი პასი ფენომენალურია, მაგრამ გასარკვევია, რამდენად მოერგება ის უკეთეს გუნდსა და ლიგას. შეძლებს კი იმ მცირე დროში, რაც მას ექნება მსგავსი ელიტური დონის შენარჩუნებას. სეტონ ჰოლში შეტევა მის გარშემო იყო აწყობილი. შეძლებს კი მსგავსი შესვლების განხორციელებას NBA-ში, თუ არადა შეძლებს კარგი პროცენტით სროლად საშუალო დისტანციიდან? შეძლებს ფიზიკურად გაძლიერებას, ან მეტი სიეშმაკის გამოყენებას უკეთესი და ფიზიკურად უფრო დიდი მეტოქეების შესაჩერებლად დაცვაში? ან წონაში დაკლებას და საკმარისი სისწრაფის აკრეფას მცირე ფორვარდების წინააღმდეგ სათამაშოდ? ეს ყველა ამოცანა რთულად შესასრულებელია, თუმცა მამუკელაშვილი ნიჭიერია და მისი თამაშის გრძნობა სანდროს შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ერსან ილიასოვა იუტა ჯაზის თურქი მძიმე ფორვარდია. ის მილუოკი ბაქსმა 2005 წლის დრაფტზე 36-ე ნომრად აიყვანა. მან უკვე 9 სეზონი გაატარა NBA-ში. 

სანდრო მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. საზაფხულო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა. შედეგად, ის ტურნირის მე-3 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები