Thumbnail

PUBG Mobile 1.6-ის ახალი ვერსია გამოვიდა - თამაშს ძველი რეჟიმები უბრუნდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • PUBG Mobile 1.6-ის ახალ ვერსიაში კარგი სიახლეებია
  • პოპულარულ თამაშს ძველი რეჟიმები დაუბრუნდა

PUBG Mobile 1.6-ის მოყვარულები თამაშის განახლებას დიდი ინტერესით ელოდნენ.

თამაშის განახლებისთვის Android ვერსიაზე 650 MB იქნება საჭირო, ხოლო iOS ვერსიას 1.68 GB დასჭირდება. მოთამაშები, რომლებიც ახალ ვერსიას 14-დან 19 სექტემბრამდე გადმოწერენ, სხვადასხვა საჩუქრებს მიიღებენ: 2888 BP, 100 AG, Justice Defender Backpack (3d).

PUBG-ის მობილურ ვერსიას განახლების შემდეგ 3 ახალი ფუნქცია დაემატა: Flora Menace, ასე ეწოდება თამაშის ახალ რეჟიმს, რომელიც გაახალგაზრდავების ბარიერს გიხსნით. შესაძლებლობა გექნებათ, აკონტროლოთ ან გაზარდოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

ორი მთავარი სოციალური მახასიათებელი, რომელიც 1.6-ში დაინერგა, თამაშის მიმოხილვა და რეგიონალური რეიტინგი იქნება. მოთამაშეები ჩატის საშუალებით მიმოიხილავენ შეხვედრებს, რომლის გაზიარება სხვა პლატფორმებზეც შეეძლებათ, ხოლო რეგიონალური რეიტინგი გავლენას მოახდენს კონკრეტული რეგიონის მოთამაშეებზე. მათ ტურნირებში მონაწილეობის მიღება ადგილმდებარეობის მიხედვით შეეძლებათ.

ახალ ვერსიას თამაშის შემდეგი რეჟიმები უბრუნდება: Titans: Last Stand; Survive Till Dawn; Metro Royale: Reunion; Infection Mode; Payload 2.0; Runic Power; Vikendi; VS AI.

კომენტარები

ბოლო ამბები