Thumbnail

კომანს გულის ოპერაცია გაუკეთეს - ნაგელსმანმა გულშემატკივრები დაამშვიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'ბოლო პერიოდში ცუდად სუნთქავდა და ნაკლები ინტენსივობით თამაშობდა'
  • წინასწარი ინფორმაციით, ფრანგი საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება

მიუნხენის ბაიერნს ნახევარმცველი კინგსლი კომანი გამოაკლდა. ფრანგ ფეხბურთელს გულის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ოპერაცია გაუკეთეს. "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ პრობლემა დროულად აღმოაჩინეს და ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება.

"კინგსლის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. გულის არითმია ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მალე თამაშის განახლება შეეძლება. ბოლო პერიოდში ის ცუდად სუნთქავდა და ნაკლები ინტენსივობით თამაშობდა. ელექტროკარდიოგრამა ჩავუტარეთ და საბედნიეროდ, პრობლემა სწრაფად აღმოვაჩინეთ. ეს მხოლოდ პატარა ოპერაცია იყო და დარწმუნებული ვარ, 100%-ით მზადყოფნაში დაბრუნდება". - განაცხადა რეკორდმაისტერის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა 4 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ვერ მოახერხა. მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მე-5 ტურში 18 სექტემბერს, ბოხუმს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები