Thumbnail

სტერლინგიდან ქინქლაძემდე - ვინ არის მანჩესტერ სიტის საუკეთესო შვიდიანი?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და საკულტო ფიგურად ჩამოყალიბდა'
  • ინგლისურმა Mirror-მა საიტზე გამოკითხვა დაიწყო

ინგლისურმა Mirror-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: “ვინ არის მანჩესტერ სიტის ყველა დროის საუკეთესო 7 ნომერი? რაჰიმ სტერლინგიდან გიორგი ქინქლაძემდე”. ცხადია, პუბლიკაციაში ქართველი ფეხბურთელის შესახებაც არის მოთხრობილი, ბოლოსკენ კი გამოკითხვაც არის, სადაც ქომაგებს სასურველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ.

“მანჩესტერ სიტიში 7-ნომრიანი მაისური ყოველთვის დიად ფეხბურთელებთან ასოცირდებოდა, რომლებიც დიდი ტალანტითა და ინდივიდუალორობით გამოირჩეოდნენ. ამჟამად, მას რაჰიმ სტერლინგი ატარებს, რომელსაც სიტიში უკვე 115 გოლი აქვს გატანილი და ბევრისთვის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მას მერე, რაც 2015 წელს ლივერპულიდან მანჩესტერულ კლუბში გადაბარგდა.

სტერლინგმა 7 ნომერი ჯეიმს მილნერისგან გადაბარა, რომელსაც რობერტო მანჩინისა და მანუელ პელეგრინის გუნდში სერიოზული როლი ეკისრა და ეტიჰადზე გატარებულ ხუთ სეზონში 5 ტიტული მოიპოვა. კლუბს 7 ნომერზე ტალანტები არც ხსენებულ ფეხბურთელებამდე დაკლებია. გასული საუკუნის 90-იან წლებში სიტის აღმავლობის პერიოდი ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა, კლუბში თამაშობდა გიორგი ქინქლაძე, რომელიც შეუდარებელი ტექნიკის წყალობით მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და საკულტო ფიგურად ჩამოყალიბდა.

მანჩესტერელთა ისტორიაში სხვა დიდი 7 ნომრების გახსენებაც შეიძლება. 60-იან წლებში ნილ იანგმა 400 მატჩი ჩაატარა და 100 გოლზე მეტი შეაგდო, მარკ სამერბიმ კი, დედაქალაქელთა მაისურით 7 ჯილდო მოიგო, მათ შორის, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი. სიტის გულშემატკივრებს მაგრად ახსოვთ დენის ტუარტი 70-იანები წლებიდან. მას მანჩესტერელთა რიგებში ინგლისის თასი 6-ჯერ აქვს მოგებული".

ცნობისთვის, Mirror-ის საიტზე გამოკითხვაში გიორგი ქინქლაძის გარდა, რაჰემ სტერლინგი, მაიკ სამერბი, დენის ტუარტი, ჯეიმს მილნერი, პოლ პაუერი და ნილ იანგი მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი სიტის ღირსებას 1995-98 წლებში იცავდა და ჩემპიონატში 106 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები