Thumbnail

მასკი, ემინემი და სხვები - ვიდეოთამაშებით გატაცებული ცნობადი სახეების TOP 10

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

ვიდეოთამაშები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტად აქტუალური ხდება. 2021 წლის მონაცემებით, ელექტრონული სპორტის მოყვარულმა 474 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2024 წლისთვის ამ ციფრის გაზრდას 577 მილიონამდე ვარაუდობენ. ამ წელს eSport-ის გლობალური ბაზარი 1,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

21-ე საუკუნის სპორტად აღიარებული ვიდეოთამაშებით, უამრავი ცნობილი სახეა დაინტერესებული, მათ შორის არიან მსახიობები, მომღერლები, ასევე,  სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ათ სელებრითის, რომლებიც კიბერსპორტით არიან გატაცებულნი..

ილონ მასკი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი ილონ მასკი ვიდეოთამაშების დიდი მოყვარულია. მისი აზრით, ვიდეოთამაშები კარგია არამხოლოდ განტვირთვისთვის, არამედ გონებრივი  განვითარებისთვისაც. ტვიტერზე ფანების დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მან ფავორიტ თამაშად Solo Halo დაასახელა. მასკმა სხვა თამაშებზეც ისაუბრა, რომლებმაც მისი ყურადღება მიიქცია, იგი გულშემატკივრებს შემდეგ სახეობებს ურჩევს: Overwatch, BioShock,  Mass Effect, Fallout,  Sid Meier’s Civilization, Saints Row, Kerbal Space Program, World of Warcraft და Super Smash Bros.

სნუპ დოგი

ამერიკელი მუსიკოსი სნუპ დოგი, დიდი ხანია ელექტრონული სპორტის აქტიური ქომაგია, მისი საყვარელი თამაშია საფეხბურთო სიმულატორი FIFA, რომელსაც  გამოსვლის დღიდან თამაშობს. რეპერის განცხადებით, მან ინგლისური ენაც კი გააუმჯობესა, რათა კომენტატორს ემთხვეოდეს. FIFA-ში სნუპი სათამაშოდ მადრიდის რეალს ირჩევს. 49 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი, სხვა სახეობებითაცაა გატაცებული, მათ შორისაა Call of Duty, რომელსაც რეპერმა ყველაზე მაგარი თამაში უწოდა. 

მეგან ფოქსი

მსახიობისა და ტოპმოდელის, მეგან ფოქსის ცხოვრებაში კომპიუტერულ თამაშებს დიდი ადგილი უკავია. ჰოლივუდის სექსსიმბოლოსთვის ვიდეო თამაშები განტვირთვის წყაროა. მისი საყვარელი თამაშია Mortal Kombat. “ეს თამაში ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს ტვინზე, ამ თამაშის დამსახურებით ტვინი სწორ სიგნალებს იღებს”, აცხადებს მსახიობი.

მაიკლ ფელპსი

23 ოლიმპიური ოქროს მფლობელმა სპორტსმენმა, 2012 წელს აღიარა, რომ კვირაში 30 საათს Call of Duty-ის თამაშს უთმობდა. სპეციალურად მაიკლ ფელფსისთვის, xbox-ზე თამაში შეიქმნა, რომელსაც MICHAEL PHELPS: PUSH THE LIMIT ქვია.

ემინემი

ათულშია კიდევ ერთი ჰიპ-ჰოპ არტისტი ემინემი, რომელსაც Call of Duty: Black Ops-ის თამაში ძალიან უყვარს. 2013 წელს, მისი კომპოზიცია Survival (Explicit) call of duty ghosts-ის ვერსიაში მთავარი საუნდრეკი გახდა. 

სამუელ ელ ჯექსონი

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი GTA-ს დიდი ფანია. მან GTA: San Andreas-ში ოფიცერი ტენპენი გაახმოვანა. ჯექსონს Call of Duty-იც ძალიან იზიდავს და ამტკიცებს, რომ მსგავსი გრძელი და თავგადასავლებით აღსავსე თამაშები, სწორედ მისი სტილია.

დრეიკი

კანადელი რეპერი დრეიკი, თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში სუპერპოპულარულია. ყველასთვის ცნობილია, მისი ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით NBA-ში, სადაც მშობლიური გუნდის Toronto Raptors-ის აქტიური გულშემატკივარია. დრეიკს ელექტრონული სპორტიც იზიდავს. ხმის ჩამწერ სტუდიებში ის დიდ დროს Fortnite-ის თამაშს უთმობს.

დენიელ კრეიგი

მაშინ, როდესაც ჯეიმს ბონდი ყველა მისიას ასრულებს და წარმატებული დღის შემდეგ სახლში ვისკის წრუპვით ტკბება, ამ დროს  მისთვის GTA-ში ახალი გამოწვევა იწყება. ეს არის თამაში რის გამოც, კრეიგს ღამეებიც კი გაუთენებია. ბრიტანელი მსახიობი, ასევე ცნობილია გრძელი თამაშების სიყვარულით, როგორიცაა Halo. როგორც ჩანს, ჯეიმს ბონდი კადრს მიღმაც სუპერგმირია.

მილა კუნისი

კიდევ ერთი ლამაზმანია ჩვენს ათეულში. როგორც აღმოჩნდა, რომანტიკული კომედიების ვარსკვლავი მილა კუნისი, რეალურ ცხოვრებაში სპორტული აზარტითაა შეპყრობილი. როგორც მსახიობმა აღიარა, ის არის Call of Duty-ისა და World of Warcraft-ის დიდი გულშემტკივარი და ვიდეო თამაშებს მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

ანტუან გრიზმანი

ათეული ფრანგი ფეხბურთელით, ანტუან გრიზმანით სრულდება, რომელიც ზაფხულის სანტრასფერო ფანჯრის დროს მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიზმანი პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს. მისი საყვარელი თამაშია PES, რომელმაც უკვე სახელი შეიცვალა და გახდა - eFootball. იუთუბზე  ხშირად ნახავთ ფეხბურთელის ლაივსტრიმებს, სადაც ის ცნობილ გეიმერებს ეთამაშება. გასვლითი მატჩების დროს ანტუანს ყოველთვის თანდააქვს საყვარელი კონსოლი xbox. 

კომენტარები

ბოლო ამბები