Thumbnail

ქართველი გეიმერები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებენ

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ქართველი გეიმერები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან
  • ფინალური ეტაპი ისრაელში 14 ნოემბრიდან დაიწყება
  • DOTA 2-ში Monaspa იასპარეზებს, PES 21-ში კი - რატი ნანავა

18 სექტემბრიდან ქართველი მოთამაშეები Esports World Championship-ის რეგიონალურ კვალიფიკაციაში ჩაერთვებიან. საქართველოს წარმომადგენლები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად 4 სხვადასხვა სახეობაში იბრძოლებენ.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის რეგიონში მოხვდა. 18-დან 22 სექტემბრამდე, DOTA 2-ის ონლაინ კვალიფიკაციაში ქვეყნის ჩემპიონი Monaspa მიიღებს მონაწილეობას, ხოლო PES 21-ში, რომელიც 18-იდან 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს რატი ნანავა წარმოადგენს.

რაც შეეხება სხვა სახეობებს: პირველი ოქტომბრიდან ორგანიზაცია Monaspa ძალებს CS:GO-შიც მოსინჯავს, TEKKEN 7-ში კი საქართველოს წარმომადგენელი დავით კასრაძე იქნება. 

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი ორ, ონლაინ და ლან-ეტაპადაა დაყოფილი. ფინალური ეტაპი ისრაელში 14-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

თამაშების განრიგი

DOTA 2:
• 18 სექტემბერი, 18:30 - საქართველო vs უზბეკეთი
• 19 სექტემბერი, 18:30 - საქართველო vs რუსეთი
• 20 სექტემბერი, 18:30 - საქართველო vs აზერბაიჯანი
• 22 სექტემბერი, 18:30 -  საქართველო vs თურქმენეთი

PES 21:
• 18 სექტემბერი, 18:30  - საქართველო vs აზერბაიჯანი
• 19 სექტემბერი  18:30 - მეორე რაუნდი 
• 20 სექტემბერი  18:30  - I ნახევარფინალი
• 21 სექტემბერი  18:30 - II ნახევარფინალი   

კომენტარები

ბოლო ამბები