Thumbnail

‘ინგლისის ნაკრების სტაფში მხოლოდ 2 ქალია’ - საუთგეიტი ცვლილებებს ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გარეთ საუთგეიტი მამაკაცთა ფეხბურთში ქალების მეტი ჩართულობის მომხრეა
  • ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა

ევროპის ვიცე-ჩემპიონის, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი მამაკაცთა ფეხბურთში მეტი ქალის ჩართულობას ითხოვს. 51 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ კემბრიჯში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“მე მყავს ქალიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი. რა შესაძლებლობები შეიძლება მას ჰქონდეს? დღევანდელი მდგომარეობით, არცთუ კარგი შანსები აქვს, - განაცხადა საუთგეიტმა.

მისი თქმით, მაგალითად, ინგლისის ეროვნული ნაკრების მომსახურე პერსონალში ძალიან ცოტა ქალია. “პროცენტული მაჩვენებლებით ახლოსაც კი არ ვართ იმასთან, სადაც უნდა ვიყოთ. 40 ადამიანში, რომლებიც ინგლისის ნაკრებს ეხმარებიან, მხოლოდ 2 ქალია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში დასაქმებულთა შორის 38 პროცენტი ქალია, რაც ერთი შეხედვით ცოტა არ არის, მაგრამ არც ბევრია.”

ინგლისის ნაკრების დამრიგებელს მოსწონს, რომ ბოლო წლებში საფეხბურთო კულტურაში ცვლილებები შეინიშნება. “უფრო და უფრო მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს. მათი მამები მატჩებზე უკვე დიდი სიამოვნებით დადიან და თავიანთი გოგონების თამაშით ამაყობენ,” - დასძინა საუთგეიტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები