Thumbnail

ბარსელონამ 765-მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, ვალი მილიარდზე მეტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას პრეზიდენტმა 481-მილიონიანი მინუსი დაადასტურა
  • ამავდროულად, კატალონიელებმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცეს

უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ბარსელონამ 2021/2022 წლების სეზონისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 765 მილიონი ევროს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიურმა გრანდის ხუთშაბათის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამავდროულად, ბარსამ ოფიციალურად დაადასტურა 481-მილიონიანი მინუსი გასულ სეზონში. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. ამ დროისთვის, ბარსელონას ვალი საერთო ჯამში 1,35 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო თანხაა.

როგორც იცით, მძიმე ფინანსური კრიზისის და ვალების გამო ბარსელონამ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლო - მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ხელფასის განახევრებაზე თანახმა იყო. მესიმ ბარსა თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დატოვა და კარიერას პარი სენ-ჟერმენში აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები