Thumbnail

Nike-ის ვიდეორგოლი Creative Arts Emmy-ის გამარჯვებული გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აშშ-ში Creative Arts Emmy Awards-ის რიგით 73-ე დაჯილდოვება შედგა
  • Nike-სა და Wieden+Kennedy Portland-ის თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა

აშშ-ში Creative Arts Emmy Awards-ის რიგით 73-ე დაჯილდოვება შედგა, სადაც ნომინაციაში წლის საუკეთესო რეკლამა სპორტულ თემატიკაზე შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა სახელწოდებით You Can't Stop Us (თქვენ ჩვენი შეჩერება არ შეგიძლიათ). მისი შემქმნელები Nike და Wieden+Kennedy Portland არიან, რეჟისორი კი ოსკარ ჰადსონია.

აღნიშნული სარეკლამო რგოლის მთავარი მიზანი 2020 წლის მასშტაბური კრიზისების დროს (კოვიდ პანდემია და პროტესტი სლოგანით Black Lives Matter) საზოგადოების ერთიანობასა და თანაგრძნობაზე ყურადღების გამახვილება იყო.

ვიდეო სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებიდან 36 ეპიზოდისგან შედგება – ეკრანზე ვიზუალი ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომლებიც ამავდროულად ერთიანი ქმედების სურათს ქმნიან: სკეიტბორდისტი მოსახვევში სერფინგისტად გარდაიქმნება, ჩოგბურთელის მოქნეული ჩოგანი კი ბეისბოლის მოედანზე ტრანსფორმირდება. ვიდეორგოლს აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი მეგან რაპინო ახმოვანებს.

კომენტარები

ბოლო ამბები