Thumbnail

Tuttosport-მა Golden Boy 2021-ის მაძიებელთა რიცხვი 40-მდე დაიყვანა და მათ შორის ვეღარ მოხვდა ყაზანის რუბინის 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ გამოცემას თავდაპირველ სიაში 105 ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავდა, შემდეგ ჩამონათვალი ჯერ - 80, მერე კი 60 ფეხბურთელამდე დავიდა და ხვიჩას ყველა გამოკითხვაში კარგი შედეგები ჰქონდა, ამჯერად კი, პრიზის მაძიებელთა მიღმა დარჩა.

სამაგიეროდ, ბრძოლას აგრძელებენ ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა (რეალი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი) და სხვები.

შეგახსენებთ, რომ Golden Boy ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც გაზეთი Tuttosport ევროპის მასშტაბით 21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს. გამარჯვებულის ვინაობა ტრადიციულად ნოემბერში სახელდება. გასულ წელს პრიზი დორტმუნდის ნორვეგიელ ვარსკვლავ ერლინგ ჰაალანდს გადაეცა.

კომენტარები

ბოლო ამბები