Thumbnail

უზბეკ ძიუდოისტს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მოკლეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კამოლიდინ რასულოვი ბოლოს დოჰას მასტერსზე გამოვიდა
  • 29 წლის უზბეკი ძიუდოისტი ტაშკენტში ჩხუბს შეეწირა

უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კამოლიდინ რასულოვი ტაშკენტში მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს. მას დამნაშავემ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და 29 წლის სპორტსმენი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი ასევე სპორტსმენია, რომელსაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირკვევა, რომ კონფლიქტის მიზეზი რასულოვის მიერ ნაცნობისთვის მიცემული რჩევა გახდა. რასულოვმა მას გარკვეული ვიტამინების მიღება ურჩია, რამაც დამნაშავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. მხარეები სწორედ ამ ამბავს არკვევდნენ, რაც უზბეკი ძიუდოისტისთვის სავალალოდ დასრულდა.

ცნობისთვის, რასულოვი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 34-ე ადგილზე იმყოფებოდა. მან მონაწილეობა წლეულს დოჰაში გამართულ მასტერსზეც მიიღო, 2019 წელს კი, ტაშკენტის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მის აქტივში გახლდათ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები სამბოსა და ჭიდაობაში.

კომენტარები

ბოლო ამბები