Thumbnail
  • სიონი 2:2 დილა
  • ტორპედო 1:1 დინამო თბ.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ტორპედომ თბილისის დინამოს უმასპინძლა.

ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდენის დაპირისპირება ყოველთვის უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა.

მატჩის მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტორპედომ მარჯვენა ფრთიდან შეუტია, ვაჟა ტაბატაძის ჩაწოდებას კი ლევან კუტალიას ზუსტი თავური მოჰყვა, 1:0 - ამ ეპიზოდში, დინამოს მეკარეს უკეთ მართებდა თამაში.

ათიოდე წუთში, დინამომ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც აკაკი შულაიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, 1:1. დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სატურნირო ცხრილში 30 ქულით პირველ ადგილზე საბურთალოა. 4 ქულით ნაკლები აქვს დინამოს და მეორე ადგილი უკავია. არასტაბილურად ასპარეზობს ტორპედო, რომელიც 18 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს

ტორპედო 1:1 დინამო თბ.

გოლები: 1:0 კუტალია (6), 1:1 შულაია (15)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური (87. ლიპარტია), მამასახლისი, დოლიძე, კუტალია, სარდალიშვილი (62. წიქარიძე), კაპანაძე (78. კუჭუხიძე)

დინამო თბ.: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობორი, ივანისენია, ნინუა (75. ქოჩლაძე), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (72. ერგემლიძე), ზივზივაძე (90. ბაბუნაძე)

ტორპედოს გულშემატკივრები რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე

სიონი 2:2 დილა

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (10), 1:1 ხმალაძე (53-პენ.), 1:2 რიბეირო (66-პენ.), 2:2 ნოზაძე (77)

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, სამუშია (46. ლეჟავა), მიქაბერიძე (67. უგულავა), გაფრინდაშვილი, დვალი (56. ბერიაშვილი)

დილა: ბეგაშვილი, კერელეიშვილი, კვახაძე, ჩადუნელი, ქავთარაძე, რაზმაძე, ნონიკაშვილი. ლემპტი, ფორტესი (46. რაჟამაშვილი), რიბეირო (83. სამუშია), კოვტალიუკი (54. ფანცულაია)

კომენტარები

ბოლო ამბები