Thumbnail

'გოლების მანქანამ მუშაობა განაახლა' - ბელგიური ვებ-გვერდი მიქაუტაძეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბელგიური Lesoir ქვეყნის თასის გათამაშებაში გიორგი მიქაუტაძის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდს “გოლების მანქანა” უწოდა. შეგახსენებთ, რომ სერენმა სტუმრად ლოკერენი 3:0 დაამარცხა და მე-6 ეტაპზე ანუ 1/16-ფინალში გავიდა, 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კი ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

“ის გუნდში სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე მცირე ხნით ადრე დაბრუნდა, იმის გასაკეთებლად, რაც ყველაზე კარგად იცის. მიქაუტაძემ ძალიან თამამად ითამაშა ჩემპიონატში სტანდარდის წინააღმდეგ და მართალია, გოლი ვერ გაიტანა, თავდაჯერებად არც მაშინ დაკლებია. “რაღაც მომენტში უნდა ავენთო. დღეს რაღაც დამაკლდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება”, - განაცხადა ფორვარდმა მაშინ. დიდხანს ლოდინი მართლაც არ დაგვჭირვებია. მართალია, ლოკერენი ფაქტობრივად სამოყვარულო გუნდია, თუმცა, მიქაუტაძე მისი პარტნიორების მსგავსად ძალიან მონდომებული იყო და ჰეთ-თრიკი შეასრულა. სერენს ბევრი აკრიტიკებს საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო, ამჯერად კი, ყველაფერი რიგზე იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოლების მანქანამ გუნდისთვის მუშაობა განაახლა. ის მაგნიტივით იზიდავდა ბურთს და ნამდვილი ბომბარდირივით მოქმედებდა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ღიმილითა და აუღელვებლად”.


შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა მეცმა გიორგი მიქაუტაძე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ სერენში, რომელიც ახლა ჟუპილერ ლიგაში თამაშობს. ლოკერენთან მატჩამდე მიქაუტაძემ ჩემპიონატში სტანდარდთან შეცვლაზე ითამაშა. გასულ სეზონში მან სერენის მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები