Thumbnail
  • ACB ლიგის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა
  • თორნიკე შენგელია მას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა

ესპანეთის ACB ლიგის MVP  ლუკა დონჩიჩი გახდა. რეალის სლოვენიელი სუპერვარსკვლავი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო კალათბურთელია ისტორიაში.

► რეალურად რა ძალაა შენგელია?!

დონჩიჩმა ფანების, კალათბურთელების, მწვრთნელებისა და მედიის ერთობლივი გამოკითხვა მოიგო 75 ქულით. თორნიკე შენგელია მეორე ადგილზე გავიდა და მან სულ რაღაც ორი ქულა წააგო სლოვენიელთან. 

პრესამ და მწვრთნელებმა ცალსახად დონჩიჩი არჩია - ამ ორში მან ქულათა მაქსიმუმი 25-25 ქულა მიიღო. ფანებმა კი რეალში მისი არგენტინელი თანაგუნდელი კამპასო არჩიეს, რომელსაც სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის ბრძოლაში ამ 25 ქულის გარდა სხვა ქულები არ მიუღია. შენგელიამ 25 ქულა მოთამაშეებისგან მიიღო. 

ფანების გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას კამპასოსთვის რომ გაესწრო, სეზონის MVP ის გახდებოდა

სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი

ACB ლიგის MVP  

75 - ლუკა დონჩიჩი (რეალი)

70 - თორნიკე შენგელია (ბასკონია)

35 - გარი ნილი (სარაგოსა)

25 - ფაკუნდო კამპასო (რეალი)

15 - სილვენ ლანდესბერგი (ესტუდიანტესი)

თორნიკე შენგელია 70 ქულა

ფანები - II ადგილი - 15 

მედია - II ადგილი - 15

მოთამაშეები - I ადგილი - 25

მწვრთნელები - II ადგილი - 15  

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩმა ევროლიგის სეზონის საუკეთესო კალათბურთელის პრიზიც მოიგო, სადაც ასევე თორნიკე შენგელია იყო ერთ-ერთი კონკურენტი.

"ეს იყო სამართლიანი ბრძოლა საუკეთესოს ტიტულისთვის. მოგება ყველას სურდა, მაგრამ გამარჯვებული ერთია და მინდა, ლუკა დონჩიჩს მივულოცო ეს წარმატება. მადლობა ღმერთს, რომ მეორე ადგილზე გავედი და ყველას ვინც ხმა მომცა", - დაწერა თორნიკე შენგელიამ ტვიტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები