- მანჩესტერ სიტი 6:3 ლაიპციგი
- ბრიუგე 1:1 პსჟ
- 5-გოლიანი თრილერი ენფილდზე - ლივერპულს კაპიტანმა მოაგებინა
- როდრიგოს გვიანი გოლით - რეალმა ინტერი სან სიროზე დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფშიც, სადაც ერთი სენსაცია და ერთიც უხვგოლიანი მატჩი დაფიქსირდა - პეპ გვარდიოლამ სიტი მე-300-ედ გაიყვანა მოედანზე და ფეხბურთელებმა ბოსს "იუბილე" 6:3-ით აღანიშნინეს. ლეო მესი და კომპანია კი ბელგიაში ბრიუგესთან მხოლოდ ქულას გამორჩა...
23 წლის ფრანგი კრისტოფერ ნკუნკუს წყალობით ლაიპციგი მაგრად იბრძოდა, მაგრამ 79-ე წუთზე გერმანელებს ესპანელი ანხელინო გაუძევეს და მატჩის ბედიც გადაწყდა - 6:3. სხვათა შორის, სიტიმ ერთით მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ფერან ტორესის გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა.
A ჯგუფი
მანჩესტერ სიტი 6:3 ლაიპციგი
გოლები: 1:0 აკე (16), 2:0 მუკელე (28-ავტოგოლი), 2:1 ნკუნკუ (42), 3:1 მაჰრეზი (45+2), 3:2 ნკუნკუ (51), 4:2 გრილიში (56), 4:3 ნკუნკუ (73), 5:3 კანსელო (75), 6:3 გაბრიელ ჟეზუში (85)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელო, დიაში, აკე, ზინჩენკო - დე ბრუინი (71. ფოდენი), როდრი (59. ფერნანდინიო), ბერნარდო სილვა (59. გიუნდოგანი) - გრილიში (81. გაბრიელ ჟეზუში), ფერან ტორესი (71. სტერლინგი), მაჰრეზი
ბრიუგე 1:1 პარი სენ-ჟერმენი
გოლები: 0:1 ანდერ ერერა (15), 1:1 ვანაკენი (27)
პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (75. მენდეში) - ვეინალდუმი (46. დრაქსლერი), პარედესი (46. დანილო), ანდერ ერერა - მესი, მბაპე (51. იკარდი), ნეიმარი
კომენტარები