Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. "ენფილდზე" შესანიშნავი დრამა ვიხილეთ - ლივერპული დიდ უპირატესობას ფლობდა მილანთან მატჩში, თუმცა ტაიმის მიწურულს მილანმა ჯერ გათანაბრენა, შემდეგ კი წინ გასვლა შეძლო. მეორე ტაიმში კლოპის ბიჭებმა თამაშის შეტრიალება შეძლეს. 

ენფილდზე ლივერპული პირველ ტაიმში უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს ტაიმი მოულოდნელად, წააგო. მე-9 წუთზე ლივერპულმა ანგარიში გახსნა - ალეკსანდერ-არნოლდის ჩაწოდებული ტომორიმ უნებლიედ, საკუთარ კარში ჩაჭრა. მალე ლივერპულს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მოჰამედ სალაჰს მაიკ მენიანმა პენალტი აუღო.

ამისთვის ლივერპული ტაიმის მიწურულს დაისაჯა - მილანმა მასპინძლებს ბლიცი მოუწყო და ჯერ ანტე რებიჩმა დაასრულა ბრწყინვალე კომბინაცია გოლით, შემდეგ ესპანელმა ბრაიმ დიასმა დამატებაზე ყველას დაასწრო.

მეორე ტაიმი დაიწყო და სალაჰმა ანგარიშიც გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა შესანიშნავი დარტყმით იურგენ კლოპის გუნდს სამი ქულა მოუტანა. 

B ჯგუფი

ლივერპული 3:2 მილანი

გოლები: 1:0 ტომორი (9-ავტოგოლი), 1:1 რებიჩი (42), 1:2 ბ. დიასი (44), 2:2 სალაჰი (49), 3:2 ჰენდერსონი (69)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, გომესი, რობერტსონი - კეიტა (71. ტიაგო ალკანტარა), ფაბინიო, ჰენდერსონი (84. მილნერი) - სალაჰი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ორიგი (63. მანე), ჟოტა (71. ჯონსი)

მილანი (4-2-3-1): მენიანი - კალაბრია, კიაერი, ტომორი, თეო ერნანდესი - კესიე, ბენასერი (71. ტონალი) - სალემაკერსი (62. ფლორენცი), ბ. დიასი, ლეაო (62. ჟირუ) - რებიჩი (83. მალდინი)

ატლეტიკო 0:0 პორტუ

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - მ. ლორენტე, ხიმენესი, ფელიპე (75. ერერა), ერმოსო (56. ლოდი) - კარასკო, კოკე (56. ა. კორეა), კონდოგბია, ლემარი (36. დე პაული) - ლუის სუარესი, ჟოაო ფელიქსი (56. გრიზმანი)

C ჯგუფი

სპორტინგი 1:5 აიაქსი

გოლები: 0:1 ალერი (2), 0:2 ალერი (9), 1:2 პაულინიო (33), 1:3 ბერხჰუისი (39), 1:4 ალერი (51), 1:5 ალერი (63)

ბეშიქთაში 1:2 დორტმუნდი

 გოლები: 0:1 ბელინგემი (20), 0:2 ჰაალანდი (45+3), 1:2 მონტერო (94)

 

კომენტარები

ბოლო ამბები