Thumbnail

‘უცებ მეგონა, რომ მოვკვდი’ - ბერნის სტადიონის სტიუარდი რონალდოს ბოდიშზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ ბურთი სტიუარდს მოარტყა და მერე მაისური აჩუქა
  • მარისა ნობილემ ‘ბლიკთან’ მომხდარზე და კრიშტიანოზე ისაუბრა

სამშაბათს, იანგ ბოიზისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის დაწყებამდე, კრიშტიანო რონალდომ გახურებისას ბურთი სტიუარდ ქალს მოარტყა. ეს უკანასკნელი დაეცა და ცუდად გახდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მაშინვე მასთან მივიდა და ბოდიში მოიხადა. საბედნიეროდ, ქალი მალევე წამოდგა.

მეორე დღეს, მარისა ნობილეს შვეიცარიული გამოცემა ‘ბლიკის’ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და მომხდარზე კომენტარი სთხოვეს. “ბურთი თავში მომხვდა, - იხსენებს ბერნის სტადიონის სტიუარდი, - ძალიან მტკივნეული იყო. უცებ შოკში ჩავარდი, მახსოვს, რომ დავეცი. ვერ მივხვდი, რა მოხდა. როცა გამოვფხიზლდი, პირდაპირ რონალდო დავინახე. ‘ღმერთო, ჩემო, ნუთუ მოვკვდი?’ - მხოლოდ ამის თქმა შევძელი. რონალდომ მითხრა: ‘არა, არა. მაპატიე! როგორ ხარ?’ თავი ძალიან მტკიოდა და არეული ვიყავი. რონალდო რომ დავინახე და მისი ბოდიში მოვისმინე, კარგად გავხდი.”

მარისამ კრიშტიანოს უთხრა, რომ მისი ფანია და რონალდოსგან საჩუქრად მისი მაისური მიიღო. ამბობს, რომ ეს ამბავი, კრიშტიანოს ბოდიში და მისი საჩუქარი ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება...

 

კომენტარები

ბოლო ამბები