Thumbnail

ბარსელონასთვის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა შინ მიუნხენის ბაიერნთან უშანსოდ, დიდი ანგარიშით 0:3 წააგო. გარდა მარცხისა კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე ცუდი ამბავი გავრცელდა.

ბაიერნთან თამაშის დროს ტრავმები მიიღეს პედრიმ და ჟორდი ალბამ. პედრის მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაზიანება აქვს. არ სახელდება ზუსტი დრო თუ, როდის შეძლებს პედრი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი 3-4 კვირას იუქმებს.

დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია ჟორდი ალბაც, რომელიც პედრის მსგავსად 3-4 კვირას დაისვენებს. თუმცა არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ესპანელ მცველს მეტი გაუცდეს. ალბას ტესტირების შემდეგ მარჯვენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინდა. ესპანელმა ბაიერნთან გამართული შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო და იგი 74-ე წუთზე შეცვალეს.

შემდეგ შეხვედრას კატალონიური კლუბის ლა ლიგის ეგიდით 20 სექტემბერს გამართავს. ბარსელონას მეტოქე გრანადა იქნება, სადაც გუნდს, ვერც ალბა და ვერც პედრი ვერ დაეხმრაება .        

კომენტარები

ბოლო ამბები