Thumbnail

მეოთხე მოხატული სტადიონი 'ნიკოსგან' - RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოძრაობამ "ნიკო” კალათბურთის 4 სტადიონი უკვე მოხატა
  • მოედნები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოიხატა  
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge-ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.

ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი გახდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა 4 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვა ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.

თბილისი - ვაზისუბანი

პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში, სანდრო ციცქიშვილმა (ციცქო) მოხატა. 145 ლიტრი საღებავით საკალათბურთო მოედნის 198-კვადრატულმეტრიანი ფართობი დაიფარა. სტადიონზე გამოსახულია პორტრეტი, რომელიც სანდროს და დანტეს კოლაბორაციული ხატვის დროს შეიქმნა. ხატვის პროცესი დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა, რადგან ესკიზი სტადიონზე ტექნიკურად საკმაოდ რთული გადმოსატანი იყო.

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო) და დანტე

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო) და დანტე

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო) და დანტე

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო) და დანტე

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო) და დანტე

"სტადიონის მოხატვა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან მუშაობა გვიწევდა ზედაპირზე, რომელზეც ჩვენთვითონ ვიდექით. ვერტიკალური კედლებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საერთო სურათის დანახვა რთული იყო. დროდადრო საჭირო იყო დრონის გამოყენება, რათა დაგვენახა, თუ რა ეტაპზე იყო ნამუშევარი და ხომ არ იყო რაიმე შეცდომა დაშვებული. საბოლოო ჯამში მიღებულმა სურათმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო ეფექტურია შედეგი. მთავარი სათქმელი არის მოწოდება, კოლაბორაციისკენ და ერთობისკენ, ამას კალათბურთის სტადიონიც კარგად უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც მასზე სხვადასხვა ადამიანები იკრიბებიან და კალათბურთს თამაშობენ", - ამბობს ციცქო.

ციცქო, იგივე სანდრო ციცქიშვილი - 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს, რომ გააფართოოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოცადოს.

ქუთაისი

ქუთაისის მოედანზე ავსტრიელმა მხატვარმა მანუელ სკირლმა იმუშავა. არტისტს მოედანზე სამუშაოების შესასრულებლად 3 დღე დასჭირდა. საერთო ჯამში, ქუთაისში 220 ლიტრი საღებავი გამოიყენეს. მხატვარმა ესკიზის შესრულებისას თავისი კლასიკური სტილი გამოიყენა.

სტადიონი ქუთაისში

მხატვარი: მანუელ სკრილი

სტადიონი ქუთაისში

მხატვარი: მანუელ სკრილი

სტადიონი ქუთაისში

მხატვარი: მანუელ სკრილი

სტადიონი ქუთაისში

მხატვარი: მანუელ სკრილი

სტადიონი ქუთაისში

მხატვარი: მანუელ სკრილი

"ჩემი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ესკიზი იყო. ვცდილობდი, გეგმას მივყოლოდი, თუმცა იმპულსურიც ვარ. ამინდის გათვალისწინებით ნახატის დასრულებას 3 დღე დასჭირდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა კარგი ორგანიზებისა და საოცარი დახმარების გარეშე. ეს ჩემთვის მოედნის ზედაპირის მოხატვის პირველი შემთხვევა იყო და უნიკალური გამოცდილება მივიღე," - განაცხადა ავსტრიელმა მხატვარმა.

მანუელ სკრილი დაიბადა ავსტრიაში, ვენაში. მუშაობდა გრავიურებზე და საბავშვო ბაღში. გრაფიტებს თინეიჯერობის ასაკიდან ხატავს.

ბათუმი

კრისტიან ჰინცმა, იგივე "კერამ", პროექტის ფარგლებში მესამე სტადიონი ქალაქ ბათუმში მოხატა. გერმანელი მხატვრის ნამუშევარი არის აბსტრაქტული და გეომეტრიული. იგი თამაშობს ფორმებით და დინამიკით, რათა მიიღოს ძლიერი და ჰარმონიული სურათი, რომლის მთლიანი დინამიკა მიმართულია კალათისკენ. "კერამ" ბათუმის მოედნის მოხატვისას 208 კვადრატულ მეტრზე 165 ლიტრი საღებავი გამოიყენა.

სტადიონი ბათუმში

მხატვარი: კრისტიან ჰინცი

სტადიონი ბათუმში

მხატვარი: კრისტიან ჰინცი

სტადიო ბათუმში

მხატვარი: კრისტიან ჰინცი

სტადიონი ბათუმში

მხატვარი: კრისტიან ჰინცი

სტადიონი ბათუმში

მხატვარი: კრისტიან ჰინცი

"ნამუშევრის დასასრულებლად 6 დღე დამჭირდა, თუმცა პირველი დღეები წვიმიანი იყო და ხშირად მიწევდა შეჩერება. ჩემი ინსპირაცია მოთამაშეთა დინამიკა იყო. ბევრი სხვადასხვა მოთამაშე, რომლებსაც ერთიდაიგივე სურთ. იმისთვის, რომ ბურთი კალათში ჩააგდონ ისინი თამაშობენ ერთად და ამავდროულად მარტო. ამიტომ, ჩემი გამოსახული ფორმები ცდილობენ, იგივე გააკეთონ. კიდევ ერთი ინსპირაციის წყარო კი მიმდებარე შენობები და ლანდშაფტი გახლდათ, საიდანაც ფერები ავიღე, რათა ნაცნობი განცდა მქონოდა. ეს ახალი და ფანტასტიკური გამოცდილება იყო - კედლის მხატვრობისგან განსხვავებული. კალათბურთის მოედნებზე თამაშის დროს შეგიძლია, დაუკავშირდე ნამუშევრებს. ეს ახალი სასიამოვნო გრძნობაა ჩემთვის", - ამბობს კრისტიან ჰინცი.

კრისტიან ჰინცი, იგივე "კერა", 1985 წელს, ბერლინში დაიბადა. უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფერების, ბეჭდვის ტექნიკასა და ფასადების დიზაინზე და ფერწერაზე. მისი ნამუშევრები გეომეტრიული და აბსტრაქტულია, მაგრამ ამავე დროს სივრცული. "კერას" ნამუშევრებზე დიდ გავლენას ახდენს თავისი გრაფიკული დიზაინის კვლევები, სწორი ხაზების სტრუქტურისა და ზედაპირის გატაცება. 2012 წლიდან კრისტიანი მუშაობს როგორც თავისუფალი მხატვარი და კითხულობს ლექციებს ბერლინის ხელოვნების სკოლაში.    

თბილისი - ვაჟა ფშაველა

მეოთხე სტადიონი ისევ თბილისში, ამჯერად ვაჟა ფშაველას პირველ კვარტალში მოიხატა. პროექტზე მხატვარმა დათო მჭედლიშვილმა (იგივე 'დანტე') იმუშავა. სიცხისა და წვიმების გამო პროცესი გაიწელა და 1 თვე გაგრძელდა.

სტადიონი ვაჟა ფშაველაზე (თბილისი)

მხატვარი: დათო მჭედლიშვილი (დანტე)

სტადიონი ვაჟა ფშაველაზე (თბილისი)

მხატვარი: დათო მჭედლიშვილი (დანტე)

სტადიონი ვაჟა ფშაველაზე (თბილისი)

მხატვარი: დათო მჭედლიშვილი (დანტე)

"ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გამოვიდა. მართალია, ამინდების ხშირი ცვლილების გამო საქმე ერთ თვემდე გაგვიგრძელდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილია, - აცხადებს "ნიკოს" დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი, - 400 ლიტრამდე საღებავი დავხარჯეთ. ტრადიციულად, სახალისო ამბებიც ბევრი მოხდა. გვეკითხებოდნენ, რას ვხატავდით - იყო სხვადასხვა ვერსიები: ლომი, ხარი, ცხენი, მიმინო და თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამიც კი. ისე, ყველაზე ხშირად კენგურუს ვერსიას ასახელებდნენ. გვიხაროდა, რომ უბნელებიც ჩართულები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც ამ სტადიონზე კალათბურთს თამაშობენ ხოლმე, ყოველ საღამოს მოდიოდნენ და მართლა მილიონ კითხვას გვისვამდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ, დახმარებას გვთავაზობდნენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ ხატვის პროცესის დასრულებას. მათი ასეთი ჩართულობა ჩვენთვის დამატებითი, განსაკუთრებული მოტივაცია იყო."

დათო მჭედლიშვილი, იგივე "დანტე" 1987 წელს, თბილისში დაიბადა, არის მხატვარი, არტ დირექტორი, სტრიტ არტისტი, მუშაობს კომპანიაში "JWT მეტრო". 'დანტე' სარეკლამო და არტ-სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ხელოვანია. ძირითადად ხატავს ცხოველებს და ჯაზის მუსიკოსებს.

პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 5 სტადიონის მოხატვის გეგმაა გაწერილი. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა "ნიკოსა" და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით, პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.

სანდრო კვანტალიანი („ნიკოს“ დამფუძნებელი): "ნიკოს", სპეციფიკიდან გამომდინარე, დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ."

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები