Thumbnail

ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ჩოგბურთელს MOSELLE OPEN 2016 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია
  • მეცში ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 2017 წელს უკავშირდება

29 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში (20-26 სექტემბერი), რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, MOSELLE OPEN-ზე ბასილაშვილს მე-9 განთესვა ექნება, მის წინ კი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩი, ავსტრალიელი ალექს დე მინორი, ფრანგი გაელ მონფილსი, იტალიელო ლორენცო სონეგო, ფრანგი უგო უმბერი, რუსი კარენ ხაჩანოვი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა არიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარდგენა MOSELLE OPEN-ზე

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში “უაილდ ქარდით” ჩაებმება მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი – შოტლანდიელი ენდი მარი, რომელსაც ერთეულთა თანრიგში 46 ტიტული აქვს მოგებული, მეცის ტურნირის ფინალში კი ჯერ კიდევ 2007 წელს უთამაშია. აქვე ვთქვათ, რომ ტრავმების გამო, კორტზე ვერ გავლენ ესპანელი კარლოს ალკარასი, იტალიელი იანიკ სინერი და ბელგიელი დევიდ გოფინი, რომელთაც წინასწარი რეგისტრაცია ჰქონდათ გავლილი.

MOSELLE OPEN ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი შეჯიბრია, რადგანაც ის 2016 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან 1:6, 6:7 (5:7) წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში ითამაშა, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

ბოლო ტურნირი, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა, აშშ-ს ღია პირველობა გახლდათ. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიუ იორკში სამივე თამაში ამერიკელებთან ჩაატარა. სებასტიან კორდასა და მაქსიმ კრესის სეტისწაუგებლად გასცდა, შემდეგ კი, რაილი ოპელკასთან კი 6:7 (5:7), 3:6, 4:6 დამარცხდა. ATP-ს მიმდიმარე რეიტინტში ბასილაშვილი 1 578 ქულით 35-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები