Thumbnail

ნარდში თბილისის 2021 წლის ჩემპიონატი გაიმართა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პროფესიონალთა და ქალთა შორის ნარდში "თბილისის ჩემპიონატი 2021" გაიმართა
  • პირველობის გამარჯვებულები ლევან ნინიძე და ხათუნა გიორგობიანი გახდნენ
  • ყველაფერი პროექტ "პასუხისმგებლიანი თამაშის" შესახებ - responsible.ge

პროფესიონალთა და ქალთა შორის ნარდში "თბილისის ჩემპიონატი 2021" გაიმართა, რომელიც სასტუმრო "ციტრუსში" თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პირველობა 26 ივნისს, 6 შესარჩევი რაუნდით დაიწყო და 11 სექტემბერს, სუპერფინალით დასრულდა.

თბილისის 2021 წლის ჩემპიონი კაცებში 11-დან 9 გამარჯვებით ლევან ნინიძე გახდა. ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული კი ხათუნა გიორგობიანმა მოიპოვა.

საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის გენერალური პარტნიორია კომპანია ევროპაბეთი. პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "ციტრუსი".

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები