Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოლ სტიუარდს ბურთი გაარტყა
  • CR7 დაზარალებული არ დაივიწყა და მაისური გადასცა

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ იანგ ბოისთან მატჩის წინ გახურებისას სტიუარდს ბურთი გაარტყა, რის შედეგადაც, ქალბატონი ცუდად გახდა და წაიქცა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მაშინვე დაშავებულთან მივიდა და მისი მდგომარეობა მოიკითხა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის - მატჩის დასრულების შემდეგ მას თავისი მაისურიც აჩუქა და სტიუარდს ნამდვილად დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა!

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ ბერნის იანგ ბოისს გოლი გაუტანა და მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება გოლით აღნიშნა, მაგრამ შვეიცარიულმა გუნდმა ინგლისელთა დამარცხება მაინც მოახერხა (2:1) და "წითელმა ეშმაკებმა" ევროპის მთავარ ტურნირზე ასპარეზობა ცუდად დაიწყეს.

კომენტარები

ბოლო ამბები