Thumbnail

'ბავშვობაში ინტერს ვქომაგობდი' - კარლო ანჩელოტის აღიარება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 15 სექტემბერი | 🏟 სან სირო | ⌚ 23:00 | ⚽ ინტერი V რეალი
  • კარლო ანჩელოტის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალი მილანში ინტერს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და აღიარა, რომ ბავშვობაში ინტერის გულშემატკივარი იყო.

"გუნდში კარგი ვითარებაა. სელტასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამჯერად, სხვა თამაში იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ინტერში იგივე სტრუქტურაა, რაც შარშან, უბრალოდ, გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. უნდა ვეცადოთ კარგი მატჩი ჩავატაროთ და კარგად დავიწყოთ ტურნირი, რომელიც კლუბისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვისაც განსაკუთრებულია, ორჯერ მოვიგე, როგორც ფეხბურთელმა, ბოლოს კი, როგორც მწვრთნელმა. რეალის მე-10 ტიტული ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დიდ მოგონებად დარჩება. ბავშვობაში ინტერის ქომაგი ვიყავი, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო მომიწია შეცვლა, რადგან მერე რომაში წავედი. ინტერი იყო გუნდი, რომელიც ჩემში ყოველთვის სიმპათიას იწვევდა. მილანში მუშაობის პერიოდში დერბი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მარსელოს და ბეილს ბოლო ვარჯიშებზე გარკვეული პრობლემები შეექმნათ, ამიტომაც, ისინი აქ არ წამოვიყვანე. ალაბა კარგადაა, მას თამაში შეუძლია", - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ინტერი და რეალი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შარშანაც ერთად თამაშობდნენ, მაშინ ესპანელებმა ორივე მატჩი მოიგეს (3:2, 2:0).

კომენტარები

ბოლო ამბები