Thumbnail

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ქუთაისში 100 სარაგბო მოედნის მოწყობის პირობა გასცა, რუმინულმა ProSport-მა ქართულ სიახლეებსა და ზოგადად თანამედროვე რაგბიში ფინანსების პრობლემას სტატია მიუძღვნა. რუმინელები შეეცადნენ მიახლოებით მაინც გამოეთვალათ მსოფლიოს მოწინავე რაგბის კავშირების ბიუჯეტები. ეს თემა მათთვის მტკივნეულია, რადგან ქართულ რეალობასაც მისტირიან. 

‘საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ერთად თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატში. ამ ქვეყანაში ახლახან ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ახალ 100 სარაგბო მოედანს მოაწყობენ. ეს ხდევა ქვეყანაში, სადაც ოვალური ბურთით თამაში ნაციონალური ტრადიციაა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები მუდმივად გვიგებს, 2015 წლამდე კი ჩვენ მათ თანაბრად ვეთამაშებოდით. საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ჩვენზე ხუთჯერ პატარაა. 

საოცარია, მაგრარმ ფაქტია ამ ქვეყანაში რაგბის კავშირის ბიუჯეტი ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე რუმინეთში. მეტიც, ტოპ 30 სარაგბო ქვეყანაში რუმინეთს ყველაზე მწირი სარაგბო ბიუჯეტი აქვს’, - წერს ProSport.

‘ამ რთული კონდიციებითაც რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-18 პოზიციაზეა. ეს კი რუმინეთისთვის საუკეთესო შედეგია ყველა სათამაშო სპორტის სახეობაში. ProSport-მა შეაგროვა სხვა რაგბის კავშირთა ბიუჯეტები, რომელსაც აქვე გთავაზობთ’.

რაგბის კავშირების ბიუჯეტები. ProSport

1. ინგლისი - €202.1 მილიონი 
2. უელსი - 106.9 მლნ 
3. ახალი ზელანდია - 92.7 მლნ 
4. საფრანგეთი - 104.4 მლნ 
5. ირლანდია - 85.6 მლნ

6. სამხრეთ აფრიკა -  76.2 მლნ
7. შოტლანდია - 69.9 მლნ
8. ავსტრალია - 68.8 მლნ
9. იაპონია - 54.1 მლნ
10. იტალია - 45.5 მლნ

11. აშშ - 26.7 მლნ
12. არგენტინა - 25.0 მლნ
13. რუსეთი - 31.5 მლნ
14. კანადა - 13.7 მლნ
15. საქართველო - 10.5 მლნ

16. ფიჯი - 7.2 მლნ
17. ესპანეთი - 5.7 მლნ
18. ბრაზილია - 3.9 მლნ
19. სამოა - 3.4 მლნ
20. ურუგვაი - 2.8 მლნ

21. კენია - 2.0 მლნ
22. ნიდერლანდები - 1.8 მლნ
23. პორტუგალია - 1.7 მლნ
24. გერმანია - 1.2 მლნ
25. რუმინეთი - 1.0 მლნ

შენიშვნა: რუმინელებს ყოველ შემთხვევაზე მოყვანილი ჰყავთ წყარო და წელიწადი, როდის არის დაფიქსირებული ესა თუ ის ბიუჯეტი წყაროში. საქართველოს შემთხვევაში მითითებულია რაგბის კავშირის ვებსაიტი და 2019 წელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები